19 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
ელისაბედ მეორის ყოველწლიური ტელემიმართვა - დედოფალმა ბრიტანელებს შობის დღესასწაული მიულოცა

ყოველწლიური ტელე-მიმართვით მიულოცა ბრიტანელებს შობის დღესასწაული ელისაბედ მეორემ. ქვეყნის მონარქმა მოსახლეობას ერთამენთის პატივისცემისა და შემწყანარებლობისკენ მოუწოდა.

დედოფალს არ უხსენებია ბრექსიტი და საერთაშორისო პოლიტიკური თემების მიმართ ტრადიციულად ნეიტრალური იყო.

მისი განცხადებით, დღეს, როგორც არასდროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქრისტიანულ გზავნილს, რომელიც დედამიწაზე მშვიდობას და კაცობრიობის კეთილდღეობას გულისხმობს.

92 წლის მონარქისთვის ეს რიგით 66-ე საშობაო ტელემიმართვა იყო.

დღის ამბები