28 სექტემბერი 2024,   17:24
ვრცლად
მიგრანტი ბავშვის დაღუპვის მეორე შემთხვევა - გვატემალა აშშ-ს ხელისუფლებას გამოძიების ჩატარებას სთხოვს

გვატემალა შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან, მექსიკის საზღვარზე კიდევ ერთი მიგრანტი ბავშვის დაღუპვის საქმეზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

8 წლის გვატემალელი ბიჭი, ქალაქ ნიუ-მექსიკოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის მიგრანტების დაკავების ცენტრიდან მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ბავშვის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ეს შეერთებულ შტატებსა და მექსიკის საზღვარზე მიგრანტი ბავშვის დაღუპვის უკვე მეორე შემთხვევაა. დეკემბრის დასაწყისში მიგრანტებისთვის განკუთვნილ იზოლატორში 7 წლის გვატემალელი გოგონა გარდაიცვალა.

დღის ამბები