28 სექტემბერი 2024,   17:24
ვრცლად
ცუნამი ინდონეზიის დასავლეთ სანაპიროზე - დაღუპულთა რიცხვი 430-მდე გაიზარდა

ინდონეზიის დასავლეთ სანაპიროზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. ბოლო მონაცემით დაღუპულთა რიცხვი 430-ამდე გაიზარდა.

დროებით თავშესაფრებში სტიქიის ზონიდან 22 ათასი ადამიანი გადაიყვანეს. მათთვის წითელი ჯვარი მოხალისეთა ჯგუფებს და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის.

ცუნამი ზონდის სრუტეში მდებარე ვულკანის ამოფრქვევას მოყვა. ამოფრქვევის შედეგად წყლის ქვეშ მეწყერი ჩამოწვა, რამაც გიგანტური ტალღები გამოიწვია. მთლიანად განადგურებულია სანაპირო ზოლი კუნძულ სუმატრაზეც და იავაზეც.

ძლიერი ცუნამი, რომელსაც წინ უძღოდა 9 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა, ინდონეზიაში ზუსტად 14 წლის წინ მოხდა. შობის დღეებში აზიის რამდენიმე ქვეყანაში მაშინ 227 ათასი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები