28 სექტემბერი 2024,   17:23
ვრცლად
საქველმოქმედო აქცია ფლორიდაში - სანტა კლაუსებმა ტალღებზე ისრიალეს

ფლორიდაში სანტა კლაუსების ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ოქროს სანაპირო სერფერმა სანტებმა დაიპყრეს და ტალღებზე ისრიალეს.

ამ ღონისძიებიდან კი მოხალისეებმა 40 ათასი დოლარი შეაგროვეს. თანხა ფლორიდის სერფინგის მუზეუმის ფონდს გადაეცემა, რომელიც სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს ეხმარება. აქციიდან შესული ფულით პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯებს დაფარავენ.

საქველმოქმედო ფონდი 2009 წელს დაარსდა და ინიციატორი ცნობილი სერფერი ჯორჯ ტროსეა

დღის ამბები