28 სექტემბერი 2024,   17:25
ვრცლად
დონალდ ტრამპის მოულოდნელი ვიზიტი ერაყში-აშშ-ს პრეზიდენტმა ამერიკული სამხედრო ბაზა მოინახულა

დონალდ ტრამპი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკული სამხედრო ბაზა მოინახულა, სადაც ამ დრომდე 5000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ჯარისკაცებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ამერიკა მსოფლიო ჟანდარმის როლს აღარ შეასრულებს. თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტისა და პირველი ლედის საიდუმლო ვიზიტის მიზანი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მადლობის გადახდა და მათთვის შობის მილოცვა იყო. ვაშინგტონში დაბრუნებამდე დონალდ და მელანია ტრამპებმა ამერიკელი ჯარისკაცები გერმანიაში მდებარე რამშტაინის საჰაერო ბაზაზეც მოინახულეს. 

დღის ამბები