28 სექტემბერი 2024,   17:24
ვრცლად
განგაში ინდონეზიაში - ვულკან კრაკა-ტაუს მოსალოდნელი ამოფრქვევის გამო ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

ინდონეზიის ხელისუფლებამ ვულკან კრაკა-ტაუს შესაძლო ამოფრქვევის გამო განგაშის დონე გაზარდა. ბოლო პერიოდში ვულკანის გააქტიურების მიზეზით, მის გარშემო ხუთკილომეტრიანი რადიუსში მოქცეული ტერიტორია, განსაკუთრებული საფრთხის ზონად გამოცხადდა. სპეციალისტების შეფასებით გაზრდილია სტიქიის გამეორების რისკი. მოსახლეობას მოუწოდებენ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ზონდის სრუტეში მდებარე ვულკანი ანაკ-კრაკატაუ რამდენიმე დღის წინ ამოიფრქვა, რასაც ცუნამი მიჰყვა. ბოლო მონაცემებით შედეგად 430 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე დაკარგულად 159 ადგილობრივი მიიჩნევა. 

დღის ამბები