28 სექტემბერი 2024,   17:19
ვრცლად
რუსეთის და ბრიტანეთის დიპლომატიური მისიები ლონდონსა და მოსკოვში მუშაობას იანვრიდან განაახლებენ

რუსეთის და ბრიტანეთის დიპლომატიური მისიები ლონდონსა და მოსკოვში მუშაობას იანვრიდან განაახლებენ.

დიპლომატიური შემადგენლობის აღდგენის შესახებ განცხადება დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა გააკეთა.

ალექსანდრე იაკოვენკოს თქმით, ლონდონმა და მოსკოვმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ იანვარში დიპლომატიური შემადგენლობების განახლება მოხდება.

ელჩის განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებაში არ დაადასტურეს, რის გამოც რუსეთის საელჩომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.

რუსეთის საელჩოში ირწმუნებიან, რომ მოლაპარაკება ლონდოსა და მოსკოვს შორის ჯერ კიდევ მარტში, სოლსბერიში მომხდარი ქიმიური იერიშის გამო დიპლომატების გაძევებიდან მალევე, დაიწყო. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ლონდონმაც და მოსკოვაც დეკემბერში დილომატიური მისიების მომავალი თანამშრომლების ნაწილს სამუშაო ვიზები უკვე მისცეს.

დღის ამბები