28 სექტემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ტერაქტი გიზას პირამიდებთან - ტურისტული ავტობუსის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის დედაქალაქში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა - ტერორისტემა აფეთქება კაიროს მთავარ ღირშესანიშნაობასთან მოაწყვეს. გიზას პირამიდების სიახლოვეს მათ ტურისტებით სავსე ავრობუსი ააფეთქეს.

თავდასხმას 3 ვიეტნამელი ტურისტი და მათი ეგვიპტელი გიდი ემსხვერპლა, 11 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელნაკეთი ბომბი გზაზე იყო დამონტაჟებული. ის ტურისტული ავტობუსის გამოჩენისთანავე დისტანციურად აამოქმედეს.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აფეთქება პირადმიდებიდან 4 კილომეტრში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ დაზიანებულა.

დღის ამბები