28 სექტემბერი 2024,   17:22
ვრცლად
რუსეთში ნგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

3 ადამიანი ემსხვერპლა ნგრევას რუსეთში. ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს 3 გადარჩენილი, ევაკუირებულია 19 ადამიანი, 80-მდე ადამიანის ბედი კი უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება ახლა იმის დადგენას ცდილობს, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა უბედური შემთხვევის დროს სახლში.

გავრცელებული ცნობით, სადარბაზოს ნგრევა მეორე სართულზე ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.




დღის ამბები