18 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით ისევ დუმს

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია უკრაინის ეკლესიისთვიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, ისევ უცნობია - არქიმანდრიტი იოანე ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს.

საპატრიარქოს პოზიცია სავარაუდოდ, სინოდის სხდომის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, თუმცა უცნობია, როდის გაიმართება სხდომა. 

"მაგასთან დაკავშირებით, საპატრიარქო გააკეთებს განცხადებას. მე არ მაქვს ჩემი პოზიცია, რასაც საპატრიარქო იტყვის ის იქნება ჩემი პოზიცია,"-ამბობს არქიმანდრიტი, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი მამა იოანე.

ამ წუთებში კი სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულ საკვირაო წირვას პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო ატარებს. საშობაო წირვა-ლოცვა სამების ტაძარში უკვე ღამის 11:00 საათზე დაიწყება - საღმრთო მსახურებას ილია მეორე აღავლენს.

დღის ამბები