17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
გრიპის ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა - ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ სიმპტომებისთანავე სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ 

საქართველოში ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია, მათ შორის არის H1N1-ით გარდაცვალების ფაქტებიც.

საფრთხე ისევ არსებობს, ამიტომ ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. რისკჯგუფებს კვლავ ბავშვები, ორსულები და მოხუცები წარმოადგენენ. სპეციალისტები განმარტავენ, რომ გრიპის ვირუსის თვითმკურნალობა დაუშვებელია.

"ოდნავ შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზირებულთა მაჩვენებელი. 41%-დან ჩამოსულია 33-ზე, მაგრამ ეს მაინც მაღალია. აუცილებელია თუ ბავშვს 38-ზე მეტი აქვს ტემპერატურა, რომ მივმართოთ პედიატრს. როგორც კი ორსულს ეწყება მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, აუცილებელია, რომ მან კონსულტაცია ჩაატაროს ოჯახის ექიმთან და მეანგინეკოლოგთან,"-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები