17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას - ვირუსის გამო სკოლებსა და ბაღებში შესაძლოა, სწავლა 15 იანვარს არ განახლდეს

გრიპის ვირუსით გარდაცვლილი 10 ადამიანი და ეპიდემიის საფრთხე ქვეყანაში - არსებული მძიმე ვითარების გამო გამორიცხული არ არის, სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გახანგრძლივდეს.

განათლების სამინისტრო რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება. თუ დავით სერგეენკოს უწყება სწავლის გაგრძელების რეკომენდაციას არ გასცემს, მაშინ სასწავლო პროცესი 15 იანვარს აღარ განახლდება.

„ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან , ვიდრე სწავლის პერიოდი დაიწყება და აღდგება სასწავლო პროცესი, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას სწავლის პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით,“-ამბობს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

ეპიდემიამდე ჯერ საქმე არ მისულა, თუმცა საფრთხე განსაკუთრებულად მაღალია. ექიმები მოუწოდებენ ყველას, უარი თქვან თვითმკურნალობაზე და პირველივე სიმპტომების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები