18 მაისი 2024,   17:00
ვრცლად
ევროპის ჩემპიონის ცემის საქმე - შსს ზურაბ დათუნაშვილის სასამართლო წესით გამოკითხვას ითხოვს 

სპორტის სასახლეში მომხდარ კონფლიქტში მონაწილე პირების სასამართლო წესით გამოკითხვის მოთხოვნით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს. 
ერთ-ერთი ვის გამოკითხვასაც სასამართლოში შსს ითხოვს, დაპირისპირებაში მონაწილე ევროპის ჩემპიონია. 

ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ "შაბათის კურიერის" ანონსის შემდეგ გამომძიებლები  მასთან სახლში მივიდნენ, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

"კურიერთან" საუბრის დროს მოჭიდავე ადასტურებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან 11 იანვარს მომხდარ დაპირისპირებას და გეგა გეგეშიძის და მისი გარემოცვის გადადგომას ითხოვს.

„ყველამ კარგად ნახა ეს ფაქტი და მე იმას ვითხოვ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა ასეთი რამ ჩაიდინა და დატოვოს თანამდებობა და წავიდეს თავისი გაურკვეველი ჯგუფით.

გამომეხმაურნენ გამომძიებლები, დამიბარეს, მე ვერ მივედი და შემდეგ სახლში მოვიდნენ. მე ჩვენებაზე უარი განვაცხადე,“-ამბობს ევროპის ჩემპიონი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები