18 მაისი 2024,   17:57
ვრცლად
კომპრომატებით ომი დაიწყო, მაგრამ პირადი ცხოვრება წითელი ხაზია - გია აბაშიძე ბესელიას ბრალდებებს პასუხობს

კომპრომატებით ომი დაიწყო - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ექსპერტი, გია აბაშიძე მმართველ გუნდში დაწყებულ დაპირისპირებაზე მორიგ განცხადებას აკეთებს.

აბაშიძე ამბობს, რომ კომპრომატების ომი დაწყებულია, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ომში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არის წითელი ხაზების გადაკვეთა.

აბაშიძემ, მისი ძველი განცხადებაც გაიხსენა, სადაც ის ბესელიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე და მის გუნდიდან გარიცხვაზე საუბრობდა.

მისი თქმით, ეს განცხადება არ იყო შეკვეთილი, როგორც ამას ბესელია აბრალებს. აბაშიძე ამბობს, რომ ის ეყრდნობოდა სანდო წყაროს ინფორმაციას.

„მე ქალბატონ ბესელიასთან იურიდიულ კაზიუსტიკაში ვერ შევალ - რას გულისხმობდა შეკვეთილ-დაკვეთილი. თუმცა, ვიმეორებ, გარკვეულ ინფორმაციას ეფუძნებოდა ის ვარაუდი, რომელიც ჩემმა სანდო წყარომ მომაწოდა. კომპრომატებით ომი დაიწყო, მაგრამ კომპრომატებით ომი არ გულისხმობს, იმ წითელ ხაზს, იმ შეუვალ ნაწილს, რასაც ჰქვია პირადი ცხოვრება,“-ამბობს ექსპერტი გია აბაშიძე.

დღის ამბები