18 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
საქართველო-რუსეთის საქმე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქართველო-რუსეთის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. საჯარო სხდომა 31 იანვარსაა დანიშნული. საუბარია საქმეზე "საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ" და ადამიანის უფლებათა კონვენციის 41-ე მუხლის დაკმაყოფილების საკითხზე.

2014 წლის 3 ივლისს სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლება აწარმოებდა ქართველების დაკავების, დაპატიმრებისა და რუსეთიდან მათი მასობრივი გაძევების კოორდინირებულ პოლიტიკას, რითიც კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.

2007 წლის მარტში შეტანილი სარჩელი სასამართლომ წარმოებაში 2009 წელს მიიღო და 2011 წელს მოწმეებიც დაკითხა. 

დღის ამბები