03 დეკემბერი 2024,   21:10
ვრცლად
მღვდელმთავრებს კარგად ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის მხარდაჭერის გამო - რუსეთის ეკლესიის მუქარა

რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერა, წარმოუდგენლად მიაჩნია.

მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა რუსულ მედიასთან საუბარში  განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით საეკლესიო რეალობა და იციან, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო.

ალფეევმა კომენტარი ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე გააკეთა, რომლის თქმითაც, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის პასუხად, რუსეთის ეკლესიამ შეიძლება, აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა ცნოს.

დღის ამბები