17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის დაკვეთას ვერ ასრულებს - 5 ექსპერტის დასკვნა, რომლებმაც მაუწყებლის მონიტორინგი ჩაატარეს   

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარით ფინანსდება, ხალხის დაკვეთას ვერ ასრულებს. ასეთია 5 ექსპერტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი, რომლებმაც არხის სამეურვეო საბჭოს დაკვეთით, მაუწყებლის მონიტორინგი ჩაატარეს.

პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა - ეს ექსპერტთა ჯგუფის მთავარი შენიშვნაა. კვლევის ავტორები დოკუმენტში მიუთითებენ, რომ მმართველი ხელისუფლების მიმართ ტენდენციურობა განსაკუთრებით თვალში საცემი, საპრეზიდენტო არჩევნების წინ იყო.

5 ექსპერტს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი, თავად მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაუკვეთა. კრიტიკული დოკუმენტის ავტორები ბორდს და არხის ხელმძღვანელობას ეუბნებიან, რომ არხის საზოგადოებრივი ღირებულება დღეს სახელმწიფოსგან გაცემულ დაფინანსებას ვერ უტოლდება.

მაუწყებლის მენეჯმენტი ბორდის მიერ მოწვეული და დაფინანსებული ექსპერტების კრიტიკულ დოკუმენტს კრიტიკითვე პასუხობს. მენეჯმენტისთვის, რომელიც კვლევის კვალიფიკაციას იწუნებს, გაუგებარია რაში დახარჯა სამეურვეო საბჭომ 18 ათასი ლარი. მაუწყებლის ხელმძღვანელობის ეს ტონი მოულოდნელი არ ყოფილა ბორდის წევრების ნაწილისთვის.

5 ექსპერტის დასკვნას გაეცნენ მედია ეთიკის ქარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ მაუწყებლის კეთილგანწყობა მმართველი ხელისუფლების მიმართ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, არც მათი ყურადღების მიღმა დარჩენილა. ქარტია არხის ხელმძღვანელობას ურჩევს, პრიორიტეტებს გადახედოს და ბიუჯეტის ფული საზოგადოების ინტერესებს მოახმაროს.

დღის ამბები