17 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
პასუხს გავცემთ "ქართულ ოცნებას," რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა კბილებით დაიცვას მურუსიძის, ჩინჩალაძის და გვრიტიშვილის კლანი - "მწვანე მუშტი"

უზენაეს სასამართლოსთან დღეს განცხადებები სასამართლო სისტემის შეცვლისა და მისი გაჯანსაღების მნიშვნელობაზე გაკეთდება. ძმები ზუბალაშვილების 32 ნომერთან მისვლას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აპირებენ. მათი თქმით, სასამართლოსთან ბრიფინგის გამართვა "ქართული ოცნების" გუშინდელი განცხადების შემდეგ გადაწყვიტეს. ყურადღება გამახვილდება სასამართლო სისტემაში გაბატონებულ კლანურ მმართველობასა და ამ ფაქტის კატასტროფულ შედეგზე ქვეყნის განვითარებისთვის.

"პასუხს გავცემთ "ქართულ ოცნებას," რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს და კბილებით დაიცვას მურუსიძის, ჩინჩალაძის და გვრიტიშვილის კლანი სასამართლო სისტემაში. არავინ არ არის სხვა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელი თუ არა "ქართული ოცნება," თვითონ "ქართულ ოცნებაში" უნდა ეძებონ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები," - აცხადებს მოძრაობა ”მწვანე მუშტის” აქტივისტი, ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები