20 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
​ხურვალეთში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ - სამხედროები სათვალთვალო კოშკს ამონტაჟებენ

ხურვალეთში, რუსმა ოკუპანტებმა სათვალთვალო კოშკის დაამონტაჟება დაიწყეს. ამ წუთებში მავთულხლართების მეორე მხარეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს.

როგორც ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის დირექტორი ლიდა სალია აცხადებს, ოკუპანტები სამუშაოებს საათზე მეტია აწარმოებენ.

პროცესს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან თვალს ადევნებს პოლიცია. ოკუპანტებს საოკუპაციო ხაზი არ გადმოუკვეთავთ

დღის ამბები