25 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
15 წლის მოზარდი ორი მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ა.ა., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები