19 მაისი 2024,   00:00
ვრცლად
"ვერ გეტყვით რას გულისხმობდა," - ზურაბ აბაშიძე ქართველების მიმართ კარასინის გაფრთხილებას ეხმაურება

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მხარეებს შორის მოლაპარაკება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც გაიმართა. რეგიონების მილიტარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევები და საოკუპაციო ხაზზე არსებული რთული ვითარება - ეს ის საკითხებია, რაზეც ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ისაუბრა. პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ასევე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებაც, რომელშიც გრიგორი კარასინი საქართველოს, არასასიამოვნო მოულოდნელობებს უწინასწარმეტყველებს.

"ვერ გეტყვით რას გულისხმობდა, იმიტომ რომ ასეთი რედაქციით მას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს, როგორც წინა შეხვედრებზე მან ისაუბრა მათ დამოკიდებულებაზე ნატო-ს მიმართ და ის თუ რამდენად შეშფოთებულები არიან ჩვენი თანამშრომლობით ალიანსთან,"-აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

დღის ამბები