17 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
"ეს არის ხალხის დაცინვა," - "მეტრომარტის" მომხმარებლების ნაწილი, მაღაზიის ადმინისტრაციას ტყუილში ადანაშაულებს

ტექნიკის მაღაზია "მეტრომარტმა" საკუთარი მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა - ქალბატონებმა გუშინ მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ დედის დღესთან დაკავშირებით "მეტრომარტი" მათ 20-ლარიან ვაუჩერს გადასცემდა.

ადგილზე მისულ მოქალაქეებს კი სულ სხვა ვითარება დახვდათ. მათ განუცხადეს, რომ 20-ლარიან ვაუჩერს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებდნენ, თუ ისინი ტექნიკის მაღაზიაში 70 ლარის ღირებულების საქონელს შეისყიდიდნენ.

"მოვედით და პასუხი დაგვხდა რა, პასუხი არის ის, რომ უნდა ვიყიდოთ 70 ლარის ღირებულების საქონელი რომ დააკლონ ის 20 ლარი. ვეუბნები, იქნებ 40 ლარის, ხომ შეიძლება არა? - არა, მხოლოდ და მხოლოდ 70. ეს არის აბსურდი, ეს არის ხალხის დაცინვა,"-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც "მეტრომარტის" შეტყობინება მიიღო.

დღის ამბები