მამუკა ხაზარაძე "თიბისი" ბანკის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
"თიბისი" ბანკის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ის უნდობლობას უცხადებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს და მის მოადგილესაც. მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს.
„მე ვაგრძელებ დავას ეროვნულის წინააღმდეგ და პროკურატურის წინააღმდეგ. მე გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იმიტომ , რომ მე ვთვლი, რომ ეს რაც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა ცილდება ყოველგვარ ნორმას, ზღვარს და ა.შ. საქართველოში ჩამოსული იყო ძალიან ბევრი დელეგაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არ დარჩენილა არც ერთი ევროპული ელჩი, ან ბანკის პირველი პირები, ან მეორე პირები რომლებიც არ ჩამოვიდნენ და არ შეხვდნენ ეროვნულ ბანკს. და ეუბნებოდნენ, რომ ესეთი მიმართულებით ამ საკითხის განვითარება არ შეიძლება და ეუბნებოდნენ, რომ ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ. მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მე გადავდექი, რომ არ ჩამეყენებინა ბანკი მძიმე მდგომარეობაში მაგრამ როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ დამთავრდა უკვე ყველა შესწავლა უკვე ყველა ბანკის მიერ და 600 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაისი-ივნისის თვეში. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით ამ სიტუაციაში მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა. არ ინდა გამიგოთ რომ ეს რაღაც ებმევა რაღაცას, ან ამას ვიყენებ რაიმე თავდაცვის მექანიზმად . მე მინდოდა მთელი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის. სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის კომპეტენციას და მინდა რომ დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. და მეორე, მოვითხოვ შეიქმნას სპეციალური კომისია სადაც ყველა იმ წერილს, დეტალს და კიდევ ბევრ ნიუანსს უკვე გაგაცნობთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსში,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.