17 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
არ მივცემთ უფლებას, საბჭოთა კაგებეშნიკური პრაქტიკით დაწყებული საქმე თაროზე შემოდონ, ან ბრალი დააყენონ ან შეწყვიტონ საქმე - ხაზარაძე

„ეტყობა ვიღაცას არ მოვეწონეთ“ - TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართულ ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართულ ბიზნესში სამართლიანობის რწმენა დაკარგულია.

მისი განცხადებით, ყველა ბიზნესმენი იმაზეა ორიენტირებული, როგორ გადაარჩინოს ბიზნესი, ვის შეხვდეს, ვის მოელაპარაკოს.

ხაზარაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებს ბევრი აქვთ სათქმელი, მაგრამ ისინი საკუთარი ბიზნესის დაცვას კულისებში მოლაპარაკებებით ცდილობენ.

„მე შეცდომა დავუშვი,როცა ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ვიყავი შეცდომა დავუშვი. ეს იყო წარმოუდგენელი შეხვედრა, მაგრამ იმ იმედით მივედი რომ იქნებ რაღაც გადაწყდეს“-აცხადებს ხაზარაძე.

მისი თქმით, ის არ აპირებს ქვეყნიდან წავიდეს. ხაზარაძის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ან ბოლომდე მიიყვანოს, ან შეწყვიტოს.

„არ უნდა იყოს, რომ პროკურატურა გვაშანტაჟებდეს პრესკონფერენციებით. გამოვიდნენ ამოიღონ კანონმდებლობა და ზუსტად თქვან რას ჰქვია ფულის გათეთრება. თუ ეს თაროზე შემოიდება პირობას გაძლევთ, არ დავთმობთ ერთი წამით.

იმიტომ რომ ეს საბჭოთა კაგებეშნიკური პრაქტიკა, რომ ვიღაცას ლაფს დაასხამ და მერე მიდის გამოძიება და იდება თაროზე, მერე ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა პასუხი გასცენ ეს უნდა შეწყდეს.

პირობას გაძლევთ ან ბრალი დააყენონ ან საკითხი შეწყვიტონ, თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საქმეს,“- განაცხადა ხაზარაძემ.

დღის ამბები