მმართველი გუნდი მირიან მეფის სასახლეში ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ემზადება. განხილვის თემა როგორც მოსალოდნელია საპარალამენტო უმრავლესობაში დაწყებული რღვევაა. შეხვედრას დაესწრება გია ვოლსკიც, რომელიც დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" ერთიანობას ბზარი არ გაუჩნდება. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხს, გია ვოლსკის თქმით, უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს არ ეყოფათ ხმათა რაოდენობა იმისთვის, რომ ეს საკითხი დააყენონ.
„უმრავლესობის სხდომაზე ყველა მიმდინარე საკითხს, მათ შორის სასამართლოს თემასთან დაკავშირებულ საკითხებს განვიხილავთ. შეიძლება, რაღაც ჯგუფშიც განიხილება აქტიურად, თუმცა არამგონია აი ამ მცირე ჯგუფის მეშვეობით კიდევ უფრო წინ წავიდეს, გარდა იმ ლაპარაკისა რომელიც, რასაკვირველია, გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება,”-განაცხადა გია ვოლსკიმ.