ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმე - სასამართლომ მირზა სუბელიანი დამნაშავედ სცნო დანაშაულის დაფარვაში და სასჯელად 13-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
თავდაპირველად პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ საქმის კვალიფიკაცია შეცვალა.
მოსამართლემ განმარტა, რომ მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვაში დამნაშავედ სცნო. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე სიმართლე აუცილებლად დადგინდება.
„ჩემი მიზანი არ არის აქ წლები ვინმე გამოიკეტოს, ჩემი მიზანი არის ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და აუცილებლად დადგება. მთავარია, რომ ბრალდებულია და მხოლოდ იმ ნაწილში, შეუტყობინებლობაში, დანარჩენს გამოძიება დაადგენს რა ბრალი შეიძლება კიდე წაეყენოს მომავალში მირზა სუბელიანს. წესით მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდეს,“ - ზაზა სარალიძე.