17 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ხელისუფლებას ნაღმი აუფეთქდა ხაზარაძის და თიბისი სახით-ანა დოლიძე

ხელისუფლებას ნაღმი აუფეთქდა ხაზარაძის და თიბისი სახით - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. დღეს მამუკა ხაზარაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან სკანდალური განცხადებები გააკეთა, მათ შორის ეროვნული ბანკის ზეწოლასა და გიორგი გახარიას მუქარის შემცველ წერილთან დაკავშირებით.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ ხაზარაძის განცხადება ხელისუფლებისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო.

“ხაზარაძის განცხადება იყო შემოლაწუნება. უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მაგრამ მეეჭვება კობახიძემ და მისმა დამქაშებმა მხარი დაუჭირონ,”-განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. 

დღის ამბები