19 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
სკანდალური წერილის ასლი სასამართლოშია, დედანი კი ლონდონში ექსპერტიზაზე - ხაზარაძემ ჩვენება მისცა

გიორგი გახარიას წინააღდეგ ჩვენების მისაცემად მამუკა ხაზარაძე, პროკურატურის ნაცვლად, სასამართლოში მივიდა. მთავარი მტკიცებულება - მუქარის წერილის ასლი ბანკის დამფუძნებელმა მოსამართლეს ჩააბარა.

ხაზარაძეს გზავნილი კამერების წინ არ წაუკითხავს, თუმცა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შინაგან საქმეთა მინისტრი ემუქრებოდა.

სკანდალური წერილის ორიგინალი ექსპერტიზისთვის ლონდონშია გადაგზავნილი. ექსპერტიზის დასრულებამდე კი პროკურატურამ გზავნილის ნამდვილობა უკვე ეჭვის ქვეშ დააყენა.

დაიბარებენ თუ არა დაკითხვაზე გიორგი გახარიას, დღეს ეს კითხვა პროკურატურამ უპასუხოდა დატოვა, თუმცა, გახარია ვერ ასცდება დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას.

პარლამენტში უმცირესობამ თიბისისა და ანაკლიის პორტის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მუშობა უკვე დაიწყო. ოპოზიცია პარლამენტში საჭირო ხმებს აგროვებს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ პირდაპირ ამბობენ, რომ კომისიის შექმნა ამ სკანდალურ საქმეზე საკმარისი არ არის. ოპოზიციური პარტია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მმართველი პარტიის ლიდერებმა სკანდალური წერილის გასაჯაროება მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ვერ ხედავენ.

თიბისი ბანკის სკანდალურ საქმეზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მწვავე დებატები გაიმართა.

საკანონმდებლო ორგანოში თიბისი ბანკის საქმეზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, დაიბარებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები