ახალგაზრდა მამაკაცის ჯანრთელობის მდგომარეობა, რომელმაც წუხელ თემქის პოლიციასთან თავის დაწვა სცადა, სტაბილურად მძიმეა. დავით კობახიძე მესამე ხარისხის დამწვრობითა და სასუნთქი გზების დაზიანებით რეანიმაციაში იმყოფება. მამაკაცმა პროტესტის უკიდურეს ზომას - მისი განმარტებით, პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მიიმართა; მან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა "კურიერის" კამერის წინ სცადა. მანამდე მამაკაცი განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მომხდარზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს.