ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეჩერებული ავტორიზაციის აღდგენას და განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მტკიცებით, სასწავლებელს ავტორიზაცია უსამართლოდ ჩამოართვეს. სტუდენტები მიმართავენ განათლების ხარისხის მართვის ეროვნულ ცენტრსაც და სანამ ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით დასკვნა არ იქნება, მათგან ითხოვენ არ გამოცხადდეს რიგგარეშე მობილობა, რათა მათ აპელაციის ვადები ჰქონდეთ.