17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ ბრძოლის ლოგიკური გაგარძელებაა - მედიაექსპერტები

მედიაექსპერტები გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილს აფასებენ.  ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების კონცენტრაციას ახდეს. მედიაექსპერტების თქმით, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმით დაიწყო, "ტელეკომპანია პირველის" წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი კი, ამის ლოგიკური გაგრძელებაა.

„ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელმაც პირველად გამოხატულება ჰპოვა მოსამართლე ურთმელიძის დასკვნაში, როდესაც მან პირდაპირ ჩაწერა, თუ როგორი სარედაქციო პოლიტიკა უნდა ჰქონოდა „რუსთავი 2“-ს. იგივე თემას ეხმაურება ეს წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროვა. ეს არის მცდელობა, რომ განსხვავებული აზრისთვის არ იყოს მცდელობა და ერთგვაროვანი სარედაქციო პოლიტიკა იყოს. ეს არის იმის ნიმუში, თუ ვის სარედაქციო პოლიტიკას აკონტროლებს ხელისუფლება და ვისზე არ მიუწვდება ხელი,“- განაცხადა "მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.

დღის ამბები