მექსიკაში ვულკანი პოპო-კატეპეტლი ამოიფრქვა. კრატერიდან ამოსული ფერფლი ერთი კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა. მკვლევარების განცხადებით, ამ ეტაპზე ვულკანის აქტიურობა ბოლო წლების მონაცემების ფარგლებშია და მოსახლეობისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.
პოპო-კატეპეტლი მექსიკაში ყველაზე აქტიური ვულკანია. მისი სიმაღლე 5 ათას 426 მეტრია და სიდიდით ჩრდლოეთ ამერიკაში რიგით მეხუთეა.