TBC ბანკის საქმე და ქართველ ბიზნესმენთა დუმილი - "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" პრეზიდენტი ამბობს, რომ TBC ბანკის საქმეზე არ ფლობენ სრულ ინფორმაციას. მისივე განცხადებით, ნებისმიერი ბიზნეს გაერთიანება ეყრდნობა გარკვეულ გადაწყვეტილებებს, გარკვეულ მოკვლევას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოკვლევა არ შედის მათ კომპეტენციაში.
ელგუჯა მელაძის განმარტებით, TBC ბანკის საქმის წამოწევა ასოციაციის ერთ-ერთი წევრისგან მოხდა, რადგან ბიზნესმენბს აინტერესებთ ყველა ის საკითხი, რომელიც ბიზნესს ეხება.
"TBC ბანკი არ არის ჩვენი ორგანიზაციის წევრი და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე შეუძლებელია ჩვენ რომ სრულად ვუპასუხოთ და სრულად დავაყენოთ ეს საკითხი, ყოველ შემთხვევაში ასოციაციის ერთ-ერთი წევრისგან დასმული იყო ეს საკითხი, იმიტომ რომ რეალურად ზოგადად ბიზნესს აინტერესებს ბიზნესთან მიმართებაში ყველა საკითხი, მათ შორის TBC ბანკთან.
ნებისმიერი ბიზნეს გაერთიანება ეყრდნობა გარკვეულ გადაწყვეტილებებს, გარკვეულ მოკვლევას და ეს მოკვლევა არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი ფუნქცია,“-აცხადებს "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.