შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობისათვის ძებნილი პირი თბილისში დააკავა.
დაკავებულს ბრალი 2017 წელს, ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.