17 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
TBC ბანკის საქმე - გიორგი ქადაგიძე სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქალაქო სასამართლოში მივიდა. საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს.

საქმე ეხება TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება. 2008 წლის აგვისტოში, გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. პროკურატურის მტკიცებით, ბანკის დამფუძნებლების მიერ სწორედ ამ დროს მოხდა ფულის გათეთრება. 

გიორგი ქადაგიძე საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება. 

დღის ამბები