საქალაქო სასამართლომ „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი პატიმრობაში დატოვა. ვაზიმ მამდოიანსა და თორნიკე ტატიშვილს გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება.
საუბარია იანვარში, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი განმარტებით, არ შეიძლება ბრალდებული დარჩეს პატიმრობაში, როცა არ არის მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნები. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულებმა გათავისუფლების შემთხვევაში მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე მათგანს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმის განხილვა სასამართლოში 2 მაისს გაგრძელდება.