17 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ბიზნესმენების დუმილი - TBC ბანკის დამფუძნებლებზე შეტევის გამო, პროტესტი მხოლოდ რამდენიმე ბიზნესმენმა გაბედა 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ქართველ ბიზნესმენებს დუმილის გამო აკრიტიკებს. ფადი ასლი მათ TBC-ის დამფუძნებლებისათვის სოლიდარობის გამოცხადებას სთხოვს.  

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესზე რეიდერული შეტევის უკან, ბიძინა ივანიშვილს ხედავს, რომელიც მისი თქმით, საქართველოს მაფიოზური და განგსტერული სტილით მართავს.

"ბიზნესი ქვეყანაში ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ უპირისპირდება, როდესაც შეტევის მსხვერპლი თავად ხდება" - ფადი ასლის გარდა, „გირჩის“ ლიდერმა ყველა ის ბიზნესმენი გააკრიტიკა, რომელიც რეკეტს დუმილით შეხვდა. ზურაბ ჯაფარიძემ საქმიანი წრეების წარმომადგენლებს დღეს "ცეხავიკები" უწოდა.

„გირჩის“ ლიდერის მოწოდებას დღეს ბიზნესმენებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი, თემურ ჭყონია გამოეხმაურა. ჭყონიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძე მისი დიდი ხნის მეგობარია და მისი რეპუტაციის შელახვა, კატეგორიულად მიუღებელია.

მამუკა ხაზარაძეს მხარდაჭერა მხოლოდ რამდენიმე ბიზნესმენმა გამოუცხადა. დიდი კომპანიების ხელმძღვანელები ხელისუფლებასთან დაპირისპირების შიშით, TBC-ის სკანდალს დუმილით ხვდებიან. ერთ-ერთი, ვინც დღეს ბიზნესზე ზეწოლაში საშიში ტენდენციები დაინახა, იმპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონიაა.

კამერებს საერთოდ დაემალა ბიზნეს ფედერაციის ხელმძღვანელი გოგი ჭირაქაძე. მაშინ, როდესაც ქვეყნაში უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელებს უტევენ, ასოციაცია, რომელიც პირველ რიგში ბიზნესის ინტერესებს უნდა იცავდეს, დუმს.

 

 

დღის ამბები