17 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
საჯარო განცხადებების ომი - დაპირისპირება მოსამართლე მეთოფიშვილსა და „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს შორის უკიდურესად მწვავდება

დაპირისპირება მოსამართლე სერგო მეთოფიშვილსა და „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს შორის დღითიდღე მწვავდება. ერთ-ერთ ბოლო საჯარო განცხადებაში, მოსამართლე მეთოფიშვილმა ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ დეპუტატ გოგიჩაიშვილს, კრიმინალური წარსული შეახსენა.

გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ მოსამართლეთა გავლენიან კლანში, სერგო მეთოფიშვილს სწორედ პოლიტიკური ოპონენტების გაშავების მისია ერგო და ის იმ ადამიანებს ესხმის თავს, ვინც სასამართლოს აკრიტიკებს. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, სწორედ დავალების შემსრულებელმა მოსამართლეებმა აქციეს ის წლების წინ სისტემის მსხვერპლად.

სერგო მეთოფიშვილი, რომელიც ხისტი საჯარო განცხადებებით მოსამართლეებს შორის გამორჩეულია, წარსულ ახსენებს ეკა ბესელიასაც. იუსტიციის საბჭოს წევრისთვის გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა დეპუტატ ბესელიას მკაცრი ტონი მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ერთ მაგიდასთან ისხდნენ და სასამართლო რეფორმაზე მუშაობდნენ.  

მეამბოხე დეპუტატების ნაწილი მეთოფიშვილის საჯარო გზავნილებს და ბრალდებებს ღიმილით ხვდება და მოსამართლეს ურჩევს, მისი სტატუსს და მანტიას პატივი სცეს.

საჯარო განცხადებების ომი უახლოეს მომავალში სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს. „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატებმა იუსტიციის საბჭოს ოფიციალურად უკვე მიმართეს და მოსამართლე მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყება მოითხოვეს.

 

 

დღის ამბები