17 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
გამორჩეული საღამოები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში - დასი გალა კონცერტისთვის ემზადება

საბალეტო დასი გალა კონცერტისთვის ემზადება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მოცეკვავეები პირველად შეასრულებენ ფრაგმენტებს ალექსანდრ გლაზუნოვის "რაიომონდასგან" და იური პოსოხოვის "ანარეკლიდან". სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს უცხოელი მოცეკვავეები ესტუმრებიან, რომლებიც სცენაზე ქართველ ხელოვანებთან ერთად წარდგებიან.

რაიომონდას შესრულება დებიუტი იქნება ორკესტრისთვის. გალა-კონცერტს მარია სელეტსკაია უდირიჟორებს, რომელიც სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოვიდა თბილისში.

ახალგაზრდა დირიჟორი იქნება მუსიკალურ პულტთან ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტის დროსაც. მოწვეულ კოლეგებთან ერთად, გალა კონცერტში პადედეებს პირველად იცეკვებენ საბალეტო დადის სოლისტები.

საკუთარ გამოცდილებას პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი, სხვა მოცეკვავეებს უზიარებს. იური პოსოხოვის ”ანარეკლს” კი თბილისური დადგმისთვის პირველად ხელმძღვანელობს. ერთმოქმედებიანი ბალეტის ნაწილი ოპერის თეატრის სცენაზე პირველად შესრულდება.

საბალეტო გალა კონცერტი კი მხოლოდ ორი დღე იქნება. 9 და 10 მარტს მაყურებელს მრავალფეროვანი საღამოები ელოდება.

დღის ამბები