ბიზნესის რეკეტი ხელისუფლების მხრიდან - ბიძინა ივანიშვილის გუნდს, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლება ბიზნესის სრულ დამორჩილებას გეგმავს.
თამაზ ელიზბარაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და ის ტენდერები გაიხსენა, რომელში გამარჯვებაც მისი თქმით, მხოლოდ პრივილეგირებულებს, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შეუძლიათ.
„თურმე თავისუფალია ბიზნესი და ყვავის. ხო, თავისუფალი, რომ არის ბიზნესი იმიტომ არის ამდენი სამუშაო ადგილი და საქართველოში ჩამოდიან თურმე, უკან ბრუნდებიან ემიგრანტები. თავზე საყრელია სამუშაო ადგილები. ვაი თქვენს პატრონს თქვენსას. რომ აყრით ამ ნაცარს თვალში ამ ხალხს, მე პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს მივმართავ, ახალგაზრდა ხალხი ხართ, არ აპირებთ ცხოვრებას ამ ქვეყანაში? ხომ მოგეთხოვებათ პასუხი, თუ სულ ბიძინა იქნება თქვენი მფარველი და რუსეთი ჰა?
ამ მთავრობას რაც არ უნდა ელაპარაკო და უთხრა, ბანდიტები არიან და რა უნდა უთხრა, გაანებებენ თავს ჩვენს ძარცვა-გლეჯას? არ გაანებებენ. ყოველ დღე გაუპატიურებს ეს მთავრობა ჩემო კარგო საქართველოს მოქალაქეებო და ბიზნესმენებო, ყოველ დღე და ჩუმად ვართ,“-აცხადებს ელიზბარაშვილი.