ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი ქვეითს შეეჯახა.
დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი ავტობუსის გაჩერებასთან იდგა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. საქმე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით აღიძრა.