17 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
სროლა გლდანში - თავს "საქართველოს ბანკის" ფილიალს დაესხნენ 

სროლა გლდანში - არსებული ინფორმაციით, თავს საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს დაესხნენ.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

თვითმხილველების განცხადებით, სამი ნიღბიანი პირი ბანკიდან გამოვიდა და დაცვის პოლიციის მისამართით ცეცხლი გახსნა. 

მათივე თქმით, საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელებს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმაც გაუხსნეს. 

სროლის შედეგად დაზიანებულია დაცვის პოლიციის ავტომობილი. ნატყვიარები ეტყობა რამდენიმე მაღაზიასაც. დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები. არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულის შესახებ, თუმცა მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. 

დღის ამბები