სამოქალაქო აქტივისტებმა ბიზნესმენის სასტუმროსთან იმიტირებული მავთულხლართი გააბეს. აქტივისტებმა ამ ფორმით, ბიზნესმენ ბენო ქაშაკაშვილის განცხადება გააპროტესტეს.
ბიზნესმენმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ 500 მეტრით მავთულხლართის გადმოწევაში პრობლემას ვერ ხედავს.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ქაშაკაშვილის განცხადება იყო ანტისახელმწიფოებრივი. ისინი ბიზნესმენს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ იქამდე ვიდგებით, სანამ ეს ადამიანი აქ არ გამოცხადდება. ეს არის სამარცხვინო და მოღალატეობრივი განცხადება, ქვეყნის ინტერესების შელახვა,“- აცხადებს ანა ჭარხალაშვილი.