17 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
"ფულის გათეთრება ამათ ქვეყნის დაქცევა ჰგონიათ" - თემურ ჭყონია TBC ბანკის საქმეზე ეროვნულ ბანკს განმარტებებს სთხოვს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია TBC  ბანკის საქმეზე დეტალურ განმარტებებს ეროვნული ბანკისგან ითხოვს. თემურ ჭყონია BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას კარგად უნდა განუმარტოს, რას ნიშნავს ფულის გათეთრება და ისაუბროს კონკრეტულ ქეისზე ისე რომ ყველასთვის გასაგები გახდეს.

Related image„ფულის გათეთრება ამათ ქვეყნის დაქცევა ჰგონიათ. რა თქმა უნდა, დანაშაულია, მაგრამ საზოგადებას უნდა აუხსნას ეროვნულმა ბანკმა თუ რა არის ფულის გათეთრება. ეროვნული ბანკი უნდა გამოვიდეს და ახსნას და მხოლოდ პროკურატურა არ უნდა საუბრობდეს. ეროვნული ბანკი უნდა აკეთებდეს ფინანსურ ანალიზს. რა ფინანსურ დანაშაულზეა საუბარი, თქვას, რომ ეს ქეისი შედგება ამ და ამ პუნქტებისგან...მაგრამ არაფერს არ ამბობს,“-აცხადებს თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი" ბანკის წინააღმდეგ გამოძიება ფულის გათეთრების მუხლით მიმდინარეობს. საქმე ეხება 2008 წელს დაწყებულ და შემდეგ 11 წლის განმავლობაში თაროზე შემოდებულ გამოძიებას. სწორედ აღნიშნული საქმის გამო მოითხოვა ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" მმართველობიდან მისი დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ჩამოცილება. 

Image result for პროკურატურაპროკურატურის ინფორმაციით 2008 წლის აპრილ-მაისში  ,,თიბისი ბანკმა“  მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე  ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. 

იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს ,,თიბისი ბანკიდან“ აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე.

დღის ამბები