დღის ბოლოს ყაზბეგის გამზირზე ორი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ცეცხლი პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მეხუთე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა. ოთახში ამ დროს არავინ იმყოფებოდა. ცეცხლი არ გავრცელებულა და ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი კონდიციონერიდან გაჩნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.