17 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის დღეს აღნიშნავს - ლიტურგიას სამებაში საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება

მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის დღეს აღნიშნავს. საკვირაო ქადაგებას სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. ლიტურგიას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ესწრება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

შენდობის დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს, მორწმუნეები კი მარხვის დაწყებამდე ერთმანეთს მიტევებას სთხოვენ.

საგანგებო ღვთისმსახურება საღამოს შესრულდება, რის შემდეგაც მისი უწმინდესობა მრევლსა და სასულიერო პირებს შენდობას სთხოვს. სააღდგომო მარხვა ხვალიდან იწყება ის 28 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

დღის ამბები