შეერთებულ შტატებში ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც კომპანია "თურქეთის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი რეისს სტამბოლიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ასრულებდა.
არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა რამდენიმე მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ბორტზე 326 მგზავრი და ეკიპაჟის 21 წევრი იმყოფებოდა.
ნიუ-იორკის გარდა, რამდენიმე საათით შეფერხებული იყო ნიუ-ჯერსის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობაც. კანადიდან ფლორიდაში მიმავალმა სატვირთო თვითმფრინავმა აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა, რის გამოც ასაფრენი ბილიკები დაკეტეს.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტის მიზეზი ბორტზე გაჩენილი ხანძარი გახდა.