17 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
“დატოვე პარლამენტი ქუთაისში" - აქცია-პერფორმანსი ნიკო ნიკოლაძის, ტიციან ტაბიძისა და სხვა ცნობილი მოღვაწეების პლაკატებით

“დატოვე პარლამენტი ქუთაისში" - ამ წარწერებით ქუთაისში პლაკატები გააკრეს, რომლებზეც ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე არიან გამსოახული.

პერფორმანსი ორგანიზაციის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ინიციატივით გაიმართა, პოსტერების ავტორი კი მხატვარი ლევან ვეკუაა. აქციაზე მხატვრები მოქალაქეებთან ერთად თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ. 

როგორც მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრები აცხადებენ, პოსტერები ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილია იმ აქცია-პერფომანსის, რომელიც 12 მარტს, 13:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება.

ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.
 

დღის ამბები