დაცვის პოლიციის თანამშრომელი, შესაძლოა ჩხუბის დროს დაჭრეს. ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათის მკვიდრი 30 წლის რატი მშვილდაძე, ამჟამად ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი თანასოფლელების ნაწილი ადასტურებს, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში ნაცნობთან ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაიჭრა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მშვილდაძის ოჯახი.
ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც ამბობენ, რომ რატი მშვილდაძემ დაზიანება საკუთარ სახლში შემთხვევით მიიღო და დაპირისპირება არაფერ შუაშია.
"ჭრილობა იყო გულ-მკერდის ცენტრში, წინა მხრიდან, სისხლმდენი. დაზიანებული არ იყო ფილტვი, გული და ა.შ. ანუ, შინაგანი ორგანოები მთელი იყო. სისხლდენის გამო გაუკეთდა ოპერაცია და ამ წუთას, სტაბილურადაა," - აცხადებს ექიმი, ირაკლი გოგინავა.