ხანძარი თბილისში - კერესელიძის ქუჩაზე გვიან ღამით ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენებია. დამწვარია დაახლოებით 10 კვადრატული მეტრის ფართობის ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხური.
ხანძრის გამო გაითიშა ელექტროენერგია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.
"დიდი ძაბვის კაბელს ეკიდა ცეცხლი, მოვიდნენ მაშველები და გათიშეს დენი. ეტყობა მოკლე ჩართვა მოხდა, კაბელი გახურდა და წაეკიდა ცეცხლი"-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.